Thursday, 27 November 2014

Xperia Z4 Tablet, Xperia Z4 Ultra, Xperia Z4, და Xperia Z4 Compact- ექსკლუზიური ინფორმაია AndroidOrigin-ისგან: მძლავრი აუდიო სისტემა, ბაზარზე არსებული საუკეთესო პროცესორი, განახლებული კამერა და სხვა.


 AndroidOrigin-მა Xperia Z4-ზე გაავრცელა ტექნიკური დეტალები და განაცხადა, რომ ეს მათი ექსკლუზივი იყო, აღნიშნული სმარტფონი დაანონსდება 2-5 მარტს MWC კონფერენციაზე და არა იანვარში CES კონფერეციაზე,AndroidOrigin-ის PhoneArena-ს გავრცელებულ წყაროსაც არასანდოს უწოდებს და თავისი სანდო წყაროთი გვიმტკიცებს, რომ Xperia Z4-ს Qualcomm-ის 8 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 810 ექნება.



1. 5.5 ინჩიანი 2K QHD 1440P რეზოლუციის TRILUMINOS ეკრანი  

როდესაც სონიმ ბოლო ფლაგმანური მოწყობილობა დაანონსა სონმა განაცხადა, რომ 2K რეზოლუციის ეკრანი არის მარკეტინგული ხრიკი და არ საჭიროებს სმარტფონებში ამ რეზოლუციის ეკრანის ქონა,თუმცა ბაზარზე მოთხოვნილებების შესაბამისად დიდი შანსია ეს ინფორმაცია გამართლდეს.

2. ბატარიის მოცულობა 3500 ან 3700 მილიამპერიანი

სონი ბოლო ფლაგმანურ მოწყობილობებზე მნიშვნელოვნად ზრუნავს ბატარიის სიძლიერეზე, 5.5 ინჩიანი ეკრანი მოითხოვს მძლავ ბატარეას, შესაბამისად დიდი შანსია  ეს ინფორმაცია გამართლდეს.

3.ულტრა თხელი, ულტრა ვიწრო ჩარჩო

აღნიშნული წყარო აცხადებს, რომ სმარტფონის სისქე 7.9 მილიმეტრის ფარგლებში იქნება , სმარტფონი სიგრძეში 148 მილიმეტრი ხოლო სიგანეში 75.5 მილიმეტრი იქნება, აღნიშნული ზომები სონის ეხლანდელ ფლაგმანზე ბევრად პატარაა, თუმცა შესაძლებელია ნამდვილად, ასე რომ დიდი შანსია ეს ინფორმაცია გამართლდეს.

4. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, მაგნიტურ და უკაბელო დატენვის ტექნოლოგია
წყარო გვაუწყებს ,რომ სმარტფონი ერთ საათში დაიტენება სრულად. აქვე მინდა გითხრათ , რომ კომპანია Qualcomm-ს ბოლო თაობის ჩიფსეტში აქვს ტექნოლოგია რომელიც შესაძლებელს ხდის ამ შედეგს რეალური სახე ჰქონდეს, შესაბამისად დიდი შანსია ეს ინფორმაციაც გამართლდეს.
სონი ახალ ფლაგმანს უკაბელო დატენვის ტექნოლოგიით შემოგვათავაზებს და მას აგრეთვე წინა ფლაგმანების მსგავსა მაგნიტური დატენვის ტექნოლოგიაც ექნება.

5. Qualcomm Snapdragon 810-ის პროცესორი
ეს ინფორმაცია წინა წყაროდანაც დასტურდება, კომპანია Qualcomm-მა აღნიშნული ჩიფსეტი 2015 წლის პირველი კვარტლის ფლაგმანური მოწყობილობებისთვის დაანონსა, რომელსაც გასაყიდად 2014 წლის ბოლო თვეებში ჩაუშვებდა.
აღნიშნული ჩიფსეტი წარმოდგენილია 64 ბიტიანი არქიტექტურით 4 მაღალი და 4 დაბალი წარმადობის ბირთვებით, ვიდეო კარტა Adreono 430, ჰერცების რაოდენობა 2.8GHz, 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია დიდი შანსია რომ გამართლდეს.

6. სმარტფონის წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფერში

შავი, თეთრი, ნარინჯის ფერი, ოქროსფერი, ვარდისფერი, იისფერი, მწვანე.

7. განახლებული კამერა
წყარო გვამცონობს, რომ ახალ ფლაგმანს მეოთხე თაობის IMX220 სენსორის მქონე კამერა ექნება 20.7 მეგაპიქსელიანი, სენსორის ზომა 1/2.3

8. კორპუსის მატერია
სონის უახლოესი ფლაგმანური მოწყობილობები წარმოდგენილია შუშის უკანა მხარე და მეტალის კანტებით, სხვადასხვა წყარო გვაუწყებს, რომ სონის 2015 წლის ფლაგმანს მეტალის "შასის" მატერია ექნება,

9. დიზაინი
სონის 2015 წლის ფლაგმანს ,წინა ფლაგმანების მსგავსი დიზაინი ექნება, რომელიც Omni-Balance სახელწოდებითაა ცნობილი, თუმცა ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული იქნება.

10. ფასი
სონი ფლაგმანები გაყიდვაში გამოსვლის დროს სტანდარტულად 600-700 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს, არც ამ შემთხვევაში იქნება გამონაკლისი, რაც შეეხება კომპაქტურ ვერსიას, ის მთავარ ფლაგმანზე ყოველთვის გაცილებით იაფი ღირს.

11.Xperia Z4 Tablet ვერსია

DigiTimes-ის განცხადებით სონი 10 ინჩიანი ტაბლეტს ამზადებს, რომლის მონაცემები ბაზარზე არსებულ ფლაგმანურ ტაბლეტებს დიდ კონკურენციას გაუწევს, ტაბლეტს აგრეთვე ექნება სტილუსის მხარდაჭერა.
ტაბლეტის ეკრანის რეზოლუცია 2K ან 4K იქნება, წინა კამერა 8 მილიონი პიქსელის მქონე, ხოლო მთავარი კამერა 13 მილიონი პიქსელის ან უფრო მაღალი რეზოლუციის.
პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და სხვა ტექნიკური მახასიათებლებით Xperia Z4-ის იდენტური იქნება

12. Xperia Z4 Compact
სონი კენტი რიცხვებით წარმოდგენილ ფლაგმანურ მოწყობილობებს  კომპაქტურ მოწყობილობებთან ერთად უშვებდა, მიზეზი ის იყო ,რომ სონის ჰქონდა 6 თვიანი განახლების ციკლი ფლაგმანურ მოწყობილობაზე, რადგან ეს სტრატეგია შეცვლას ექვემდებარება, ინტერნეტში Xperia Z4-ის კომპაქტურ ვერსიაზეც დაიწყეს საუბარი.
კომპაქტრუი ვერსიის ტექნიკური დეტალები არ ჩამოუვარდება მთავრი ფლაგმანის მონაცემებს.
Xperia Z4 Compact-ს წინა კომპაქტის მსგავსად 4.6 ინჩიანი ეკრანი ექნება, თუმცა გაზრდილი ეკრანის რეზოლუციით "1080P".
სხვა ტექნიკურის დეტალებით მთავარი ფლაგმანის იდენტური იქნება.

13.Xperia Z4 Ultra
Xperia Z Ultra-ს დაანონსებიდან დიდი ხანი გავიდა და ჩვენი მისი შემდეგი თაობები ვერ ვიხილეთ, ბაზარზე დიდ ეკრანიან სმარტფონებზე "ფაბლეტებზე" დიდი მოთხოვნაა, წყარო გვამცნიობს, რომ ფაბლეტს 6.4 ინჩიანი ეკრანი ექნება 2K ან 4K რეზოლუციით, ტექნიკური მონაცემებით იდენტურია მთავარი ფლაგმანიც მონაცემებთან.

14. დაცვა
სონი არ ღალატობს ტრადიციას და ყოველი მისი ახალი ფლაგმანი დაცულია წყლისგან და მტვრისგან, ბოლო ფლაგმანურ მოწყობილობაზე IP65/IP68 სერთიფიკატის წყლისგან და მტვრისგან დაცვა აქვს, რაც ბაზარზე ყველაზე მაღალი სერთიფიკატია, სავარაუდოთ შემდენ ფლაგმანშიც იგივე დაცვა იქნება, ამჯერად წყლისგან და მტვრისგან დაცვა გადასაწევი დაფების გარეშე MicroUSB პორტსაც შეეხება.

15. აუდიო
AndroidOrigin-ი ახალ აუდიო სისტემაზე საუბრობს, რომელიც სმარტფონების ბაზარზე არსებულ აუდიო სისტემაზე ყველაზე მძლავრი იქნება, რომელიც 

S-Master HX Digital Amplifier

 ტექნოლოგიითა ცნობილი.

16. მეხსიერება
AndroiOrigin-ის ინფორმაციით სმარტფონს 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება ექნება, რომელზე 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ჩიპის დამატებას შეძლებთ და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება

17. ოპერაციული სისტემა
სონიმ განაცხადა, რომ "Z" სერიის ყველა სმარტფონის მიიღებს Android 5.0 Lollipop ვერსიას, შესაბამისად ახალი ფლაგმანიც უახლოეს ოპერაციულ სისტემაზე იქნება.

18. სხვა ტექნიკური მახასიათებლები
LTE Cat 6, WiFi MiMo, HDMI 1.4, USB 3.0, Bluetooth 4.1, NFC, H.265 და HEVC ვიდეო ენკოდი და დეკოდი.

No comments:

Post a Comment