Tuesday 25 November 2014

Xperia Z4-ისა და Xperia Z4 Ultra-ს ტექნიკური დეტალები PhoneArena.com-იდან

საიტი PhoneArena.com საკუთარი საიდუმლო წყაროებით გვამცნობს სონის ახალი თაბის ფლაგმანური მოწყობილობის და მისი უფრო ძმის ტექნიკურ დეტალებს, წყარო ახალი ფლაგმანის ფოტოებსაც აქვეყნებს, რამდენად გამართლდება ინფორმაცია ამას დრო გვიჩვენებს.
PhoneArena-ს ინფორმაციით მთავარ ფლაგმანს Xperia Z4-ს ექნება 5.4 ინჩიანი ეკრანი 2K QHD რეზოლუციით, Qualcomm-ის 4 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 805 სიხშირით 2.7 გიგაჰერცი, 4GB ოპერატიული მეხსიერება (64 ბიტიანი), 20.7 მეგაპიქსელიანი მთავარი და 4.8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ოპერაციული სისტემა Android 5.0, 3420 მილიამპერი ბატარეა.

Xperia Z4-ისა და უფრო ძმის Xperia Z4 Ultra-ს ტექნიკური მონაცემების იდენტურია, მთავარი ფლაგმანისგან განსხვავებით მას 5.9 ინჩიანი ეკრანი , 16 მეგაპიქსელიანი კამერა ორმაგი LED განათებით და 5.7 მილიმეტრიანი კორპუსის სისქე ექნება, ჯერჯერობით უცნობია ბატარიის სიმძლავრე.
ორივე მოწყობილობა Phonearena-ს ცნობით დაანონსდება 5 იანვარს "Las Vegas"-ში გამართულ CES კონფერენციაზე


No comments:

Post a Comment