Wednesday 22 October 2014

სონი სმარტფონების ბიზნესის სტრატეგიის შეცვლას აპირებს

ამ სტატიით მინდა სონის მომავალ გეგმებზე ვისაუბრო სმარტფონების სამყაროდან!
როგორც ხედავთ სონს სმარტფონების ბაზარზე არც ისე სახარბიელოდ აქვს საქმე, უკანასკნელი მონაცემებით სმარტფონების ბიზნესში სონი წაგებაზე საუბრობს და ამას ბიუჯეტური სმარტფონების გამოსვლით ხსნის, მიუხედავად იმისა რომ სონი სმარტფონებს დახვეწილი პრემიუმ დიზაინით და საუკეთესო ხარისხით უშვებს, მათი გაყიდვები არ არის დიდი, ეს ნაწილობრივ სონის მარკეტინგის დამსახურებაა.
სონი სმარტფონების მომავალზე ალაპარკდა და განაცხადა რომ, მხოლოდ პრემიუმ კლასის სმარტფონებს წარადგენდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ დაანონსა ისეთი მოწყობილობა როგორიც Xperia E3-ია, აგრეთვე დაასრულებდა ფლაგმანური მოწყობილობის 6 თვიანი განახლების ციკლს და წელიწადში ერთ ფლაგმანურ მოწყობილობას დაანონსებდა, რომელშიც მთელ ინოვაციებს მოათავსებდა და განახლებაც შესამჩნევად დიდი იქნებოდა, თუმცა ეს 2015 წლიდან მოხდებოდა.
სონი ცდილობს მყარად იდგეს მობილური მოწყობილობების ბაზარზე და ამისათვის პირველი ნაბიჯი გადადგა, ის ამერიკული მობილური ოპერატორების პარტნიორი გახდა და მთავარი ფლაგმანიც დაანონსა.

დასკვნით განცხადებას სონი 31 ოქტომბერს გააკეთებს და ჩვენც შემოგთავაზებთ ინფორმაციას დეტალურად.
წყარო: The Wall Street ჟურნალი

No comments:

Post a Comment