Saturday, 25 October 2014

Sony Xperia Z4-ის სპეციფიკაციების გაჟონვა androidorigin-ის EXCLUSIVE


დიდი დრო არ არის გასული რაც სონის ფლაგმანური ანდროიდ მოწყობილობები ვიხილით "Z" სერიიდან, მიუხედავად ამისა ჩვენ უკვე გვაქვს ახალი თაობის "Xperia Z4"-ის წინასწარ გაჟონილი ტექნიკური დეტალები, მონაცემები გაავრცელა საიტმა რომელმაც "Xperia Z3 Compact"-ის წინასწარი მონაცემები გაავრცელა და გამართლდა მოლოდინი.
წყარო გვამცნობ რომ, Xperia Z4-ს ექნება 5.5 ინჩიანი ეკრანი QHD 1440X2560P რეზოლუციით, ეკრანი გაზრდა არ ნიშნავს რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება კორპუსის ზომები, მისი დიზაინი წინა ფლაგმანების მსგავსად იქნება გაუმჯობესებული Omni-Balance.
პროცესორი "Snapdragon 810"-ის 8 ბირთვიანი 2.8GHz სიხშირით, ვიდეო კარტა "Adreno 430", ოპერატიული მეხსირება 4 გიგაბაიტი და შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტი, ასევე შესაძლებელი იქნება მეხსიერების გაზრდაც.
წყარო ასევე საუბრობს ინტერნეტში გავრცელებული Xperia Z3X-ის შესახებ და გვეუბნება რომ აღნიშნული ჭორები არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა Xperia Z4 სონის წინა ფლაგმანთან შედარებით ნამდვილად დიდი განახლებით წარგვიდგება თებერვალში ბარსელონაში გამართულ MWC კონფერენციაზე და ის იქნება სონის 2015 წლის ერთადერთი ფლაგამანური მოწყობილობა სმარტფონებში, დიახ, სონი ასრულებს 6 თვიანი განახლების ციკლს ფლაგმანურ მოწყობილობებზე.
წყარო ახალი ფლაგმანის აუდიო სისტემაზე და კამერაზეც გვესაუბრება, სმარტფონს მძლავრი აუდიო სისტემა და განახლებული კამერა ექნება, კამერის სენსორი "Curved Exmor RS CMOS", რომლის შესახებაც ვრცლად  ჩვენ ქვემოთ მოგიყვებით.
სმარტფონს აგრეთვე ექნება Bluetooth 4.1 და LTE Cat 6, ხოლო ოპერაციულ სისტემად "Android 5.0 Lollipop"


Curved Exmor RS CMOS სენსორის შესახებ:
დიაგონალი- 6.67 მილიმეტრი
სენსორის ზომა- 2/3
პიქსელების რაოდენობა- 22.12 მილიონი პიქსელი, 7.37 მიკრონპიქსელი
ლინზების რაოდენობა: ორი ჯგუფი, თითო ჯგუფზე 4, ჯამში 8 ლინზა
ფოკალური ლინზა: 20 მილიმეტრი
ფილტრის დიამეტრი:24.1 მილიმეტრი
დიაფრაგმა: მაქსიმალური F1.2 (6.5 მილიმეტი) და მინიმალური F9.8(0.8 მილიმეტრი)
ხედვის კუთხე: 94 გრადუსი

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ფოტოები

5 comments:

  1. მშვენიერია მაგრამ 850 დოლარი არ არის ფაფუ ����

    ReplyDelete
  2. amagaria dzaan.................

    ReplyDelete
  3. უეჭველი ვიყიდი.......

    ReplyDelete
  4. კომპაქტური ვერსია გამოვა?

    ReplyDelete
  5. რა გრუპებით ლაპარაკობ ბიჭო

    ReplyDelete