Friday 24 October 2014

სონი ინოვაციური სმარტფონების წარმოებას იწყებს

სონი  სმარტფონებში  და  არა  მარტო  სმარტფონებში შექმნის დღიდან ინოვაციებით გვანებივრებდა,  თუმცა ჩვენ გესაუბრებით  "Sony Moibele"-ის  სამომავლო გეგმებზე, რომელზეც  "XPERIA"  განყოფილების  მარკეტინგის  დირექტორი  MacDougall-ის გვესაუბრება და გვამცნობს რომ, ფლაგმანური მოწყობილობების 6 თვიანი ციკლი იყო შეცდომა, რადგან ყოველი ახალი თაობის ფლაგმანში ჩვენ ვხედავდით უმნიშვნელო განსხვავებას, 2015 წლიდან ჩვენ ვიხილავთ წელიწადში მხოლოდ ერთ ფლაგმანურ მოწყობილობას, რომელზედაც მთელი რიგი ინოვაციები იქნება წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი განახლებები განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება, ჩვენ წინა სტატიებში სონის მომავალი ფლაგმანის Xperia Z4-ის შესახებ ვრცელი სტატია შემოგთავაზეთ, რომელშიც ინოვაციური კამერა, ბაზარზე არსებული ყველაზე მძლავრი პროცესორი და ძალიან დახვეწილი დიზაინი ექნება, თუმცა ეს მთელი რიგი ჩამონათვალი არ არის და შემდეგ სტატიებში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ინოვაციების სიას, რომელებსაც მომავალ ფლაგმანურ მოწყობილობაში ვიხილავთ.
წყარო იმასაც გვამცნობს რომ, ახალ ფლაგმანურ მოწყობილებს მაღალი ფასი დიდხანს შეუნარჩუნდება და წინა ფლაგმანების მსგავსად ფასების კატასტროფული ვარდნა არ დაემუქრება, იმ შემთხვევაში თუ სმარტფონის გაყიდვას გადაწყვეტთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ, სხვა ბრენდის ფლაგმანურ მოწყობილობას ფასებში ვერ გაუწევს კონკურენციას.

ახალი ფლაგმანი დაანონსდება 2015 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, MWC კონფერენციაზე.

No comments:

Post a Comment