Tuesday 14 October 2014

სონის IFA-ს კონფერენციის განხილვა #1 სმარტფონები

სონიმ 3 სექტემბერს IFA-ს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა მოწყობილობები დაანონსა,მე შევეცდები დეტალურად მოგიყვეთ ამ კონფერენციის შესახებ.
მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე რომელსაც სონის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდა "Z" სერიის მეოთხე თაობის ფლაგმანური მოწყობილობა გახლავთ, სახელწოდებით "Xperia Z3".
რადგან ბაზარზე დიდი ეკრანის სმარტფონებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა , კომპანია სონიც არ ჩამორჩა ტენდენციას, თუმცა არც პატარა ეკრანის მქონე სმარტფონების მოყვარულებსაც არ დაწყვიტა გული და შემოგვთავაზა მთავარი ფლაგმანის კომპაქტური ვერსია, რომლის სახელწოდებაა "Xperia Z3 Compact"
Xperia Z3: უნიკალური დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი, რომლის სისქეც სულ რაღაც 7.3 მილიმეტრს შეადგენ, მეტალის კანტები და მომრგვალებული კიდეები მას უფრო დახვეწილს და მიმზიდველს ხდის, სმარტფონი სიგრძეში სულ რაღაც 146 მილიმეტრს ხოლო სიგანეში 72 მილიმეტრს შეადგენს, მისი წონა მხოლოდ 152 გრამს შეადგენს, როგორც მთავარი ასევე კომპაქტური ვერსიაც დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით.
მთავარი ფლაგმანი წარმოდგენილია ოთხ ფერში:შავი, თეთირ, სპილენძის ფერი და მომწვანო ვერცხლისფერ ფერში.
მიუხედავად იმისა რომ წინა ფლაგმანთან შედარებით ეკრანის ზომა არ გაზრდილა და დარჩა იგივე, კორპუსი გახდა შედარებით კომპაქტური, სმარტფონის ფრონტალური ნაწილი და უკანა პანელი დაცულია დარტყმა გამძლე შუშით რომელიც არ იკაწრები,
5.2 ინჩიან ეკრანზე რეზოლუცია ისევ იგივე გარჩევადობის 1080X1920 პიქსელი დატოვეს, თუმცა გაუმჯობესდა ეკრანის ხარისხი, 3100 მილიამპერიანი ბატარიით კომპანია გვპირდება რომ ბატარეა გაძლებს 2 დღეს სრული დატვირთვის რეჟიმში, რაც ძალიან მომხიბვლელი შემოთავაზებაა და წინასწარი ტესტირებებიც ამართლებს დანაპირებს "კომპაქტურ" ვერსიაზეც.
მიუხედავად იმისა რომ კამერის პიქსელები არ გაზრდილა წინა ფლაგმანთან შედარებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კამერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 20.7 მეგაპიქსელიანი 25 მილიამეტრიანი ლინზით, 1/2.3 სენსორის ზომით, ელვა განათებით, F2.0 დიაფრაგმითა და ISO12800 შუქმგრძნობელობით თქვენ გადაიღებთ შესანიშნავ ფოტოებსა და 4K ვიდეოებს როგორც დღისით ისე ღამით, ასევე მინდა ავღნიშნო რომ ISO
12800 მხოლოდ სონის ამ კონკრეტულ ფლაგმანებშია და სხვაგან არ გვხდება.
მთავარ და კომპაქტურ ფლაგმანში მოთავსებულია კომპანია "ქუალქომის" ოთხ ბირთვიანი პროცესორი "Snapdragon 801"-ის  "AC" ვარიანტი 2.5 გიგაჰერცით, ვიდეო კარტა "Adreno 330".
მთავარი ფლაგმანის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს, ხოლო შესანახი მეხსიერება 16/32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128-გიგაბაიტით, ასევე მთავარი ფლაგმანი წარმოდგენილია ორი სიმბარათით ხოლო კომპაქტური მხოლოდ ერთით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
სონიმ თამაშების მოყვარულებს საჩუქარი გაუკეთა და სმარტფონი PS4-ის დისტანციური კონტროლით აღჭურვა, ისევე როგორც კომპაქტური ვერსია, თქვენ შეგეძლებათ PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ ორივე სმარტფონი და ასევე ტაბლეტი რომელზედაც შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
მთავარი და ასევე კომპაქტური სმარტფონის დამატებით ფუნქციებში შედის 2.2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 1080P ვიდეოს ჩაწერით, მაღალი წარმადობის ორი დინამიკი, არასასიამვნო ხმის ჩამხშობი ნაოშნიკების მხარდაჭერა
Xperia Z3 Compact: ყველაზე დახვეწილი და მძლავრი სმარტფონი კომპაქტური სმარტფონების ისტორიაშია, მას მთავარ ფლაგმანისგან განასხვავებს რამდენიმე დეტალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი 4.6 ინჩიანი HD ეკრანია, რომლის ხარისხი იდენტურია მთავარ ფლაგმანთან, მისი სისქე კი მხოლოდ 8.6 მილიმეტრს შეადგენს, მიუხედავად იმისა რომ წინა კომპაქტურ ფლაგმანს 4.3 ინჩიანი ეკრანი ჰქონდა, არ შეცვლილა კორპუსის ზომები , სიგრძეში სულ რაღაც 127 მილიმეტრს და სიგანეში 64.9 მილიმეტრს შეადგენს, ოპერატიული მეხსიერება 2 გიგაბაიტია და ბატარეა 2600 მილიამპერიანი, კომპაქტური
ვერსიაც წარმოდგენილია ოთხ ფერში: წითელი,შავი, თეთი და მწვანე.

თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ ვიდეო ონლაინ რეჟიმში Facebook-სა და Youtube-ზე,
Xperia E3: ბიუჯეტური სმარტფონი ლამაზი დიზაინითა და შესანიშნავი მონაცემებით, მისი სისქე მხოლოდ 8.5 მილიმეტრს შეადგენს, წინა კამერა ვიდეო ზარებისთვის და მთავარი კამერა 5 მეგაპიქსელიანი რომელიც იღებს 1080P ვიდეოს, კამერას ასევე აქვს ელვა განათება, 4.5 ინჩიანი ეკრანი 480X854P რეზოლუციით, 2330 მილიამპერიანი ბატარეა , ქუალქომის 4 ბირთვიანი პროცესორი 1.2 გიგაჰერცით, 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 4 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა 32 გიგაბაიტით, ფლაგმანების მსგავსად ამასაც აქვს მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა, უკაწრავი შუშა და მთავარი ფლაგმანის მსგავსად წარმოდგენილია ორ სიმიანი ვერსიაც.



No comments:

Post a Comment