Tuesday 14 October 2014

სონის IFA-ს კონფერენციის განხილვა #2 ტაბლეტი

 ბერლინში გამართულ კონფერენციაზე სონიმ აგრეთვე 8 ინჩიანი ტაბლეტი დაანონსა რომლის სითხელე ნამდვილას შთამბეჭდავია, ის სისქეში მხოლოდ 6.4 მილიმეტრს შეადგენს და მისი კორპუსი სონის ფლაგმანების მსგავსად წყალ და მტვერ გამძლეა IP65 და IP68 სერთიფიკატით, ეკრანის რეზოლუცია შეადგენს 1920X1200 პიქსელზე, წინა 2.2 და უკანა 8.1 მეგაპიქსელიან კამერას შეუძლია ჩაწეროს 1080P ვიდეო და გადაიღოს შესანიშნავი ფოტოები, მძლავრი 4500 მილიამპერიანი ბატარეა თქვენ დაგეხმარებათ უყუროთ ვიდეოს 15 საათი, მოუსმინოთ მუსიკას 170 საათი ან ალოდინოთ ტაბლეტი 990 საათი.
ტაბლეტში მოთავსებულია კომპანია "ქუალქომის" ოთხ ბირთვიანი "Snapdragon 801"-ის პროცესორი "AC" ვარიანტი 2.5 გიგაჰერცით, ვიდეო კარტა "Adreno 330".
სმარტფონების მსგავსათ ტაბლეტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ
PS4-ის ეკრანად.................
ტაბლეტის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს, ხოლო შესანახი მეხსიერება 16/32 გიგაბაიტს, რომელიც შეგიძლიათ გაზარდოთ 128 გიგაბაიტით.
ტაბლეტი წარმოდგენილია ორ ფერში, შავ და თეთრში.
ტაბლეტის შემადგენლობაში აგრეთვე შედის სიმ ბარათის არსებობაც, რომელსაც გააჩნია მესამე და მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა, ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია ანდროიდი.

No comments:

Post a Comment