სონიმ იაპონიის ბაზრისთვის დაანონსა უნიკალური დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი Xperia Z4, რომლის სისქეც სულ რაღაც 6.9 მილიმეტრს შეადგენ, მეტალის კანტები და მომრგვალებული კიდეები მას უფრო დახვეწილს და მიმზიდველს ხდის, სმარტფონი სიგრძეში სულ რაღაც 146 მილიმეტრს და სიგანეში 72 მილიმეტრს შეადგენს, მისი წონა მხოლოდ 144 გრამს შეადგენს, სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.
მიუხედავად იმისა რომ წინა ფლაგმანთან შედარებით ეკრანის ზომა არ გაზრდილა და დარჩა იგივე, კორპუსი გახდა შედარებით კომპაქტური, სმარტფონის ფრონტალური ნაწილი და უკანა პანელი დაცულია დარტყმა გამძლე შუშით რომელიც არ იკაწრები,

მიუხედავად იმისა რომ კამერის პიქსელები არ გაზრდილა წინა ფლაგმანთან შედარებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კამერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 20.7 მეგაპიქსელიანი 25 მილიამეტრიანი ლინზით, 1/2.3 სენსორის ზომით, ელვა განათებით, F2.0 დიაფრაგმითა და ISO12800 შუქმგრძნობელობით თქვენ გადაიღებთ შესანიშნავ ფოტოებსა და 4K ვიდეოებს როგორც დღისით ისე ღამით, 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 1080P ვიდეოს ჩაწერით, მაღალი წარმადობის ორი დინამიკი, არასასიამვნო ხმის ჩამხშობი ნაოშნიკების მხარდაჭერა
სმარტფონში მოთავსებულია "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით,გრაფიკული პროცესორი "Adreno 430".
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128-გიგაბაიტით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.

სმარტფონი გამოშვებულია იაპონიის ბაზრისთვის და არ არის ცნობილი აღნიშნული სმარტფონი საერთაშორისო ბაზარზე იგივე სახელით წარდგება ან საერთოდ თუ წარსდგება.
No comments:
Post a Comment