Saturday, 24 January 2015

Sony Xperia Z4/Z4 Tablet/E4 და სხვა სონის მობილური მოწყობილობები, რომლებიც შესაძლოა დაანონსდეს 2-5 მარტს MWC კონფერენციაზე


ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით,სონი MWC კონფერენციაზე მარტში წარადგენს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს. Xperia Z4-ს 5.2 ინჩიანი QHD და FHD რეზოლუციის ეკრანი ექნება, განახლებული დიზაინი, განახლებული 20.7 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელი წინა კამერა, 8 ბირთვიანი პროცესორი “Snapdragon 810″(4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით), 3400 მილიამპერიანი ბატარეა, 3/4GB ოპერატიული მეხსიერება, 32/64GB შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, IP68 სერთიფიკატი (გულისხმობს წყლისგან და მტვრისგან დაცვას), საუკეთესო  S-Master Digital HX აუდიო სისტემა, ოპერაციული სისტემა “Android 5.0″

სმარტფონი იქნება უფრო თხელი და მსუბუქი, თუმცა ეს არ მოხდება ბატარიის შემცირების ხარჯზე. სმარტფონის ჩარჩო წარმოდგენილი იქნება პრიალა მეტალით და ღია Micro USB პორტით სმარტფონის ქვემოთა ნაწილში, რომელიც დაცული იქნება IP68 წყალ და მტვერ გამძლე სერთიფიკატით. სმარტფონი  წარმოდგენილი იქნება ახალ ვარიანტად ლურჯ ფერში.
Xperia Z4 Tablet-ს 8 ბირთვიანი პროცესორი “Snapdragon 810″(4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით). სხვა ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Xperia E4 ბიუჯეტური მოდელი იქნება, რომელსაც 5 ინჩიანი ეკრანი, 4 ბირთვიანი პროცესორი, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და 2500 მილიამპერიანი ბატარეა ექნება.
ინტერნეტში გავრცელებული ჭორები გვატყობინებს, რომ სონი აპირებს გამოუშვას”Xperia Z4″-ის მსგავსი მონაცემებით 6.44 ინჩიანი “Xperia Z4 Ultra” 4000 მილიამპერიანი ბატარიით და 4.7 ინჩიანი “Xperia Z4 Compact”-ი 3000 მილიამპერიანი ბატარიით, თუმცა აღნიშნული მოწყობილობების ხილვა აღნიშნულ კონფერენციაზე ნაკლებად სავარაუდოა.

No comments:

Post a Comment