Sunday, 14 December 2014

სონი ულტრა ზომის ტაბლეტს ამზადებს


DigiTimes-ის ინფორმაციის თანახმად სონი 12-13 ინჩიანი ტაბლეტის წარდგენას აპირებს, რომლის ეკრანის რეზოლუცია ძალიან მაღალი იქნება და დააკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ ყველა მოთხოვნებს (ბოლო თაობის პროცესორი, სტილუსი და სხვა). სონი აღნიშნული ტაბლეტით კომპიუტერების ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს, რაც არც ისე ძნელად მისაღწევია.
ჯერჯერობით უცნობია რომელ ოპერაციულ სისტემაზე ვიხილავთ ტაბლეტს.


მოწყობილობა 2015 წლის პირველ ნახევარში დაანონსდება, დიდი შანსია აღნიშნული ტაბლეტი CES იანვარში დაანონსებულ კონფერენციაზე ვიხილოთ.

No comments:

Post a Comment