Monday 20 April 2015

სონიმ იაპონიის ბაზრისთვის Xperia Z4 გამოუშვა



სონიმ იაპონიის ბაზრისთვის დაანონსა უნიკალური დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი Xperia Z4, რომლის სისქეც სულ რაღაც 6.9 მილიმეტრს შეადგენ, მეტალის კანტები და მომრგვალებული კიდეები მას უფრო დახვეწილს და მიმზიდველს ხდის, სმარტფონი სიგრძეში სულ რაღაც 146 მილიმეტრს და სიგანეში 72 მილიმეტრს შეადგენს, მისი წონა მხოლოდ 144 გრამს შეადგენს, სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.

Friday 17 April 2015

Xperia Z4-ის, ჭკვიანი საათის და სხვა სონის ულამაზესი სმარტფონების ფოტოები


დღეს სონის საიტიდან მომავალი სმარტფონებისა და ჭკვიანი საათების ფოტოებმა გაჟონა .
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით,სონის ახალი ფლაგმანური სმარტფონის კოდური სახლეწოდებაა “IVY”. ეს იქნება სმარტფონი  Xperia Z4-ის ან Xperia Z3 Plus-ის სახელწოდებით. სმარტფონს 5.2 ინჩიანი FHD რეზოლუციის ეკრანი ექნება, განახლებული მთლიანად მეტალის დიზაინი, განახლებული 20.7 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელი წინა კამერა. 64 ბიტიანი 20 ნანომეტრიანი 8 ბირთვიანი პროცესორი “Snapdragon 810″(4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით). 3100 მილიამპერიანი ბატარეა, 3 გიგაბაიტიანი LPDDR4  ოპერატიული მეხსიერება, 32/64GB შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, IP68 სერთიფიკატი (გულისხმობს წყლისგან და მტვრისგან დაცვას), საუკეთესო  S-Master Digital HX აუდიო სისტემა, ოპერაციული სისტემა “Android 5.0.2.

Monday 9 March 2015

სონი Xperia Z4-ის ორ ვარიანტს გამოუშვებს, კოდური სახელწოდებით "IVY"

სონი მარტის დასაწყისში ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Xperia Z4-ს წარმოგვიდგენს, კოდური სახელწოდებით "IVY". ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით სმარტფონი ორი ვერსიით იქნება წარმოდგენილი , 5.2 ინჩიანი 2K 1440p და FHD 1080p რეზოლუციებით.
სმარტფონი იქნება უფრო თხელი და მსუბუქი, თუმცა ეს არ მოხდება ბატარიის შემცირების ხარჯზე. სმარტფონის ჩარჩო წარმოდგენილი იქნება პრიალა მეტალით და ღია Micro USB პორტით სმარტფონის ქვემოთა ნაწილში, რომელიც დაცული იქნება IP68 წყალ და მტვერ გამძლე სერთიფიკატით. სარტფონი  წარმოდგენილი იქნება ახალ ვარიანტად ლურჯ ფერში.