Tuesday 14 October 2014

სონის IFA-ს კონფერენციის განხილვა #5 კამერის ლინზების მობილური მოწყობილობებისთვის

დიახ, ეს რეალობაა! ალბათ არც ისე შორეულ წარსულში ვერ ვიფიქრებდით თუ დადგებოდა დღევანდელი დღე და ვიხილავთით სმარტფონს პროფესიონალური კამერის ლინზებით, თუმცა დადგა ეს მომენტი და მინდა გაგაცნოთ ორი ახალი კამერის ლინზა, რომელიც სონიმ 3 სექტემბერს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე წარმოგვიდგინა, თუმცა ეს არ ყოფილა გასაკვირი, რადგან სონიმ 2013 წლის ზუსტად იგივე კონფერენციაზე მსგავსი ლინზები წარგვიდგინა.
ILCE QX1: ეს არის სმარტფონისთვის განკუთვნილი კამერის ლინზა, რომელიც სმარტფონს პროფესიონალურ კამერად აქცევს და ლინზებს გამოცვლით ისე როგორც ამას პროფესიონალურ კამერაზე აკეთებდით.
ლინზა აღჭურვილია 20.4 მეგაპიქსელიანი "Exmor APS HD BSI CMOS" DSLR ზომის სენსორით, ეფექტური პიქსელების რაოდენობა 20.1 მილიონი, ფერების ფილტრი (წითელი,მწვანე,შავი), "BIONZ-X" პროცესორით ფოტო და ვიდეო დამუშავებისთვის, სონის E-mount ლინზა, შუქმგრძნობელობა ISO16000, "Xenon" განათება, ვიდეო გადაღება 1080P, ოპტიკური სურათის და ვიდეოს სტაბილიზაცია.
ლინზა სმარტფონს უკავშირდება NFC და WiFi ტექნოლოგიებით (Android,iOS).......

QX30:21.1 მეგაპიქსელიანი "Exmor R BSI CMOS 1/2.3" სენსორი, სონის "G" ლინზით, ეფექტური პიქსელების რაოდენობა 20.4 მილიონი, ფერების ფილტრი (შავი,წითელი,ლურჯი), "Bionz X" პროცესორი ფოტო და ვიდეო დამუშავებისთვის, შუქმგრძნობელობა ISO12800, ვიდეო გადაღება 1080P, ოპტიკური სურათის და ვიდეოს სტაბილიზაცია, 30 ოპტიკური ზუმი.
ლინზა სმარტფონს უკავშირდება NFC და WiFi ტექნოლოგიებით (Android,iOS).

No comments:

Post a Comment